Facebook

 ბანერები

ფოტოგალერეა

 სიახლეების არქივი

 გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი



ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის შეჩერების თაობაზე

01 აგვისტო 2013

 

 

 

    ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის შეჩერების თაობაზე


   SSFFC (substandard/spurious/falsely-labelled/falsified/counterfeit სუბსტანდარტული /ყალბი/განზრახ არასწორად მარკირებული /ფალსიფიცირებული/ იმიტირებული) სამკურნალო საშუალებების ზედამხედველობისა და მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შემოსულია „ოპერატიული შეტყობინება“ ფარმაცევტული პროდუქტი „პოსტინორ 2“-ს ფალსიფიკაციის ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ:

   2013 წლის ივნისის ბოლოს, ნიგერიაში, ლაგოსის საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩენილი იქნა ფალსიფიცირებული (აქტიური ნივთიერების შემცველობის გარეშე) ფარმაცევტული პროდუქტი „პოსტინორ 2“.

   აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულ, ფართოდ გამოყენებად კონტრაცეპტულ საშუალებას (შემადგენლობა - 0.75მგ აქტიური ნივთიერება ლევონორგესტრელი) და იწარმოება კომპანია „Gedeon Richter“-ის მიერ.

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, სამკურნალო საშუალების ნიმუშები გადაგზავნილი იქნა ლაბორატორიაში საანალიზოდ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფარმაცევტული პროდუქტი არ შეიცავდა აქტიურ ნივთიერებას (ლევონორგესტრელი).

   დამატებითი ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტი „პოსტინორ 2“-ს ფალსიფიცირებული სერიის თაობაზე: სერია T13073C; ვარგისობის ვადა 03.2017წ.; წარმოების თარიღი 03.2012წ.

 მარკირება ინგლისურენოვანია და შეფუთვაზე დატანილია ნიგერიის საკვების და წამლის რეგულირებისა და კონტროლის სააგენტოს (NAFDAC) ყალბი ლოგო.

   ფარმაცევტული პროდუქტის სერია ორიგინალის იდენტურია, თუმცა ვარგისობის ვადის და წარმოების თარიღები ყალბია.

   ასევე, კომპანია „Gedeon Richter“-მა მიაწოდა ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, 2011-2012 წლების პერიოდში, მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტი „პოსტინორი“-ს ფალსიფიცირებული სერიების თაობაზე, კერძოდ: T54365E, T99128L, T12104B.

     ფარმაცევტული პროდუქტი - „POSTINOR ® 0,75მგ ტაბლეტი N2; მწარმოებელი „GEDEON RICHTER OJSC“, უნგრეთი“ - საქართველოში რეგისტრირებულია და დაშვებულია საქართველოს ბაზარზე (Nრ-007656; 20/04/12წ. – 20/04/17წ.).

   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით, 2010-2013 წლებში საქართველოში არ ფიქსირდება, „ოპერატიულ შეტყობინებაში“ მითითებული სერიების მქონე, ფარმაცევტული პროდუქტის - „პოსტინორი“ იმპორტის ფაქტები.

  მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ თხოვნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რათა არ განხორციელდეს „ოპერატიულ შეტყობინებაში“ მითითებული სერიების, ვარგისობის ვადის და წარმოების თარიღის მქონე ფარმაცევტული პროდუქტის - „პოსტინორი“ იმპორტი.