• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია/რეკლასიფიკაცია

ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია/რეკლასიფიკაცია

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტი რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით იყოფა სამ ჯგუფად:

ა) პირველ ჯგუფს განეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, აგრეთვე ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალება.

ბ) მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან/და რომლის მიღებაც არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე.

გ) მესამე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის მიღებაც, ინსტრუქციის შესაბამისად, შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე და რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ. მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი განისაზღვრება საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე. ყველა სხვა ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც დაშვებულია საქართველოს ბაზარზე, ავტომატურად განეკუთვნება მეორე ჯგუფს.

პირველი და მესამე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N331/ნ ბრძანებით. ამავე ბრძანებით, სააგენტოს მიენიჭა ფარმაცევტული პროდუქტების (გარდა პირველი ჯგუფისა) რეკლასიფიკაციის უფლება.

ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაცია

  • პირველ ჯგუფს მიკუთვენბული ფარმაცევტული პროდუქტი:

ა) ნარკოტიკული საშუალებები გაიცემა ფორმა №1 რეცეპტის ბლანკის საფუძველზე. რეცეპტის ბლანკზე გამოწერას ექვემდებარება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის III სიაში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები (გარდა სანარკოზე საშუალებებისა), ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით.

ბ) არანარკოტიკული სამკურნალო საშუალებები გაიცემა ფორმა №2 რეცეპტის ბლანკის საფუძველზე. რეცეპტის ბლანკზე გამოწერას ექვემდებარება:

შენიშვნა: კანონმდებლობით დადგენილ, გამონაკლის შემთხვევებში ნებადართულია დაურეგისტრირებელი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოწერა.

  • მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი

აღნიშნულ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა ხორციელდება ფორმა N3 რეცეპტის საფუძველზე. რეცეპტი იწარმოება როგორც მატერიალურად (რეცეპტი ქაღალდის მატარებელზე), ასევე ელექტრონულად (ელექტრონული რეცეპტი).

შენიშვნა: აკრძალულია ა) საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე (არარეგისტრირებული) ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტზე გამოწერა და ბ) სანარკოზე საშუალებების და პერიფერიული მიორელაქსანტების რეცეპტზე გამოწერა და საცალო რეალიზაცია.

 

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia