• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

რეკლამა

ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ნიშნავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, ასევე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გავრცელებულ მასალას ან/და ქმედებას, რომლის მიზანია ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების პროპაგანდა.

ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა რეგულირდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ (მუხლი 113) და „რეკლამის შესახებ“ (მუხლი 9) საქართველოს კანონების მოთხოვნების შესაბამისად.

აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (პირველი ჯგუფისათვის მიკუთვნებული), მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა.

მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა დასაშვებია რეკლამის ტექსტის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით, რაც გულისხმობს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარეკლამო ტექსტი შეესაბამება ინსტრუქციაში მითითებულ ინფორმაციას.

დაუშვებელია, ფარმაცევტული პროდუქტის სარეკლამო ტექსტი შინაარსობრივად განსხვავდებოდეს ამ პროდუქტის გამოყენების მომხმარებლისათვის განკუთვნილ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებებისაგან.

დაუშვებელია ფარმაცევტულ პროდუქტად დაურეგისტრირებელი, ასევე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით დაურეგისტრირებელი კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატისა და  პარასამკურნალო საშუალების სარეკლამო ტექსტში დაავადებების მითითება და მათი ფარმაცევტულ პროდუქტებად წარმოჩენა.

ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესების დარღვევის შემთხვევაში, ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები როგორც რეკლამის დამკვეთის, ისე რეკლამის განმახორციელებელი პირის მიმართ.

ფარმაცვეტული პროდუქტის რეკლამის ტექსტის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებისათვის საჭიროა სააგენტოში წარმოდგენილი იქნას:

  1. განცხადება სააგენტოს უფროსის სახელზე;
  2. ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის განაცხადის ფორმა;
  3. სააგენტოსთან შეთანხმებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია;
  4. ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის ტექსტის ნიმუში (მატერიალური ან ელექტრონული სახით).
© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia