მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ჩვენ შესახებ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, სააგენტო მაკონტროლებელი ორგანოა, რომელიც:

  • მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების საფუძველზე, შეისწავლის სამედიცინო დახმარების ხარისხს;
  • აწარმოებს სამედიცინო დაწესებულებებში სალიცენზიო-სანებართვო (სტაციონარებში) და ტექნიკური რეგლამენტით (ამბულატორიული ტიპის დაწესებულებებში) განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგს;
  • ახდენს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ინსპექტირებას;
  • კონტროლს უწევს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობას;
  • აწარმოებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეესტრებს.

   სააგენტო ახორციელებს:

  • სამედიცინო დაწესებულებებზე ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემას;
  • სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების დიპლომისშემდგომ მზადებაზე აკრედიტაციის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პერსონალის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების და სერტიფიკატის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
  • დიპლომისშემდგომი მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობას;  
  • პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციას;
  • ნებართვების გაცემას სხვადასხვა ტიპის აფთიაქის ფუნქციონირებასა და კლინიკურ კვლევებზე, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებაზე;
  • ფარმაცევტული პროდუქტის (როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი წარმოების) რეგისტრაციას;
  • სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia