სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 31 დეკემბრის N02-2261/ო ბრძანებით დამტკიცდა იმ სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, რომელთაც, 2019 წლის 1 იანვრიდან, 2 წლის ვადით გადაეცათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლება.