• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია დიპლომისშემდგომი სამედიცინო ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის თაობაზე

10 აპრილი, 2017

ყურადღება!

 

     პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 4 აპრილის N3 სხდომის გადაწყვეტილებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცხადდება იმ მაძიებლების განაცხადების მიღება, რომლებსაც მოპოვებული აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა და/ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი საექიმო სპეციალობაში ,,საოჯახო მედიცინა“ (კვოტა 1) და მისი დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძონ მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში.

    შერჩეულ კანდიდატთან დადებული იქნება ხელშეკრულება, დიპლომისშემდგომი მზადების დასრულებისა და სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, განსაზღვრულ, მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონების მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სპეციალობით, არანაკლებ 3 წლის ვადით, დასაქმების პირობით ( იხ.დანართი).

            მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც განხორციელდება „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“ ფარგლებში მაძიებლის დაფინანსება

 

ამბროლაური, ხელვაჩაური, საგარეჯო, ახალქალაქი, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი, მარნეული.

 

რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

1. განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება: კონკურსით გათვალისწინებული საექიმო სპეციალობა; პროგრამაში ჩართვის სურვილი და თანხმობა, ხელშეკრულების პირობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე;

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;

4. პროფესიული აქტივობის (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი (მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში მზადების შემთხვევაში, აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში მუშაობის სულ მცირე 5 წლის სამუშაო გამოცდილება);

5. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (ნუსხით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლის შემთხვევაში);

6. შესაბამისი რეგიონის/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოს რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა:   1) კვოტით განსაზღვრულზე მეტი განაცხადის შემთხვევაში, ჩატარდება საკონკურსო შერჩევა; 2) უპირატესობა მიენიჭებათ იმ მაძიებლებს, რომელთაც სურვილი აქვთ, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი მომიჯნავე საექიმო სპეციალობაში.

განაცხადების მიღება: 10 აპრილი - 1 მაისი

მის. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 144. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ტელ. 272-53-74, 272-53-84.

 

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia