სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, გაწეული შრომისა და თავდადებისათვის, შემოსავლების სამსახურის სახელით, ღირსების მოწმობით დაჯილდოვდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ჯილდო გადაეცა ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსს ნანა შაშიაშვილს.