მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • გამოცდები დასრულდა
  • pfizer
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები
  • ვაქცინა
  • საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე პირველი GDP სერტიფიკატი გაიცა!


2021 წლის დამტკიცებული შიდა კვოტის ფარგლებში, ცალკეული სამკურნალო საშუალებების იმპორტით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ !!!

21 აპრილი, 2021

1.

„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2021 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის  N33/N01-37/ნ ერთობლივი ბრძანებით (იხ. დანართი 1) დადგინდა ქვეყნის შიდა კვოტები 2021 წლისთვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე:

ა) გაბაპენტინი;

ბ) ბაკლოფენი;

გ) ზოპიკლონი;

დ) ზალეპლონი;

ე) დექსტრომეტორფანი;

ვ) ტროპიკამიდი;

ზ) პრეგაბალინი;

თ) ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი.

ქვეყნის შიდა კვოტები 2021 წლისათვის განისაზღვრა ზემოხსენებულ სამკურნალო საშუალებებზე (აქტიურ ნივთიერებებზე გადაანგარიშებით) შემდეგი ოდენობებით:

ა) გაბაპენტინისთვის – 712 622.65 გრამი;

ბ) ბაკლოფენისთვის – 44 130.52 გრამი;

გ) ზოპიკლონისთვის – 2 411.959 გრამი;

დ) ზალეპლონისთვის – 982.425 გრამი;

ე) დექსტრომეტორფანისთვის – 2 769.58 გრამი;

ვ) ტროპიკამიდისთვის – 300 გრამი;

ზ) პრეგაბალინისთვის – 130 000 გრამი;

თ) ტრიჰექსილფენიდილის ჰიდროქლორიდისთვის – 17 500 გრამი.

 

2.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის  რეგულირების სააგნტო, აცხადებს ქვეყნის შიდა კვოტის ფარგლებში იმპორტირების მსურველთა განაცხადების მიღებას (მოთხოვნილ თითოეულ პოზიციაზე რაოდენობების მითითებით) 2021 წლის  21 აპრილიდან 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით.

 

შიდა კვოტას დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტიორთა შერჩევა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით (იხ. დანართი 2)

© 2012 - 2021 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia