მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • გამოცდები დასრულდა
  • pfizer
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები
  • ვაქცინა
  • საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე პირველი GDP სერტიფიკატი გაიცა!


პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

15 აპრილი, 2021

პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია სსიპ- სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებისფორმასთან ერთად წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში პერინატალური რეგიონალიზაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის თაობაზე.

გაცნობებთ, რომ „პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება 2021 წლის 14 აპრილის №01 -33 ბრძანებით

(,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე).

აღნიშნულის გათვალისწინებით ეთხოვოთ სამედიცინო დაწესებულებებს, ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.
(იხ.დანართი 1) (იხ.დანართი 2) (იხ.დანართი 3)

© 2012 - 2021 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia