სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, 2020 წლის 31 დეკემბრის N02-2258/ო ბრძანებით დამტკიცებულ იქნა იმ სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, რომელთაც 2021 წლის პირველი იანვრიდან, 2 (ორი) წლის ვადით გადაეცათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლება. (იხ. დანართი N1)