მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე პირველი GDP სერტიფიკატი გაიცა!
  • slider 3
  • slider 4


საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე პირველი GDP სერტიფიკატი გაიცა!

7 დეკემბერი, 2020

 

პირველად საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და მარეგულირებელი ორგანოს არსებობის ისტორიაში, GDP-ის, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი გაიცა. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ხარისხის სერტიფიკატი, შპს „საფლაი ჯეო“-ს გადასცა.

შპს „საფლაი ჯეო“, პირველი კომპანიაა, რომლის GDP ინსპექტირება, სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რეგულირების სააგენტომ, მათივე ნებაყოფლობითი მომართვის საფუძველზე განახორციელა. ინსპექტირების სამიზნე სისტემებს წარმოადგენდა ხარისხის სისტემა, შენობა/ნაგებობა, დანადგარები, მასალების მართვა. კომპანიამ სრულად დააკმაყოფილა ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის - EU-GDP მოთხოვნები. შესაბამისად, შპს „საფლაი ჯეო“ უკვე GDP სერტიფიკატის მფლობელია.

შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო. აღნიშნული ხელს შეუწყობს არა მხოლოდ უსაფრთხო და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქციის ბაზარზე განთავსებას, არამედ, ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობის განვითარებას. ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N 01-23ნ ბრძანების თანახმად, საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენას, ასევე, GMP და GDP სერტიფიკატების გაცემას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული სტანდარტის დანერგვით, საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს, ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. ინსპექტირება, ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათისაა, 2022 წლის 1 იანვრიდან კი, სავალდებულო გახდება.

© 2012 - 2021 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia