მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


ინფორმაცია, ერთიან დიპლომისშემდგომ და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით!

24 ივლისი, 2020

2020 წლის 28 ივლისის, პროფესიული განვითარების საბჭოს N7 სხდომის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის საზაფხულო სესიის, ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება - 7 აგვისტოდან, 13 აგვისტოს ჩათვლით (5 სამუშაო დღე), ხოლო სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები - 14 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით (4 სამუშაო დღე).

დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე სულ დარეგისტრირდა - 840 მაძიებელი. აქედან: სამკურნალო საქმე - 730; სტომატოლოგია - 110.

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე კი -  809 მაძიებელი, 51 სპეციალობაში.

გამოცდები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კორპუსში არსებულ საგამოცდო ცენტრში. მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 29.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia