მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


ყურადღება! ინფორმაცია ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით!

1 ივლისი, 2020

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების 2020 წლის საზაფხულო სესიისათვის მაძიებელთა on-line რეგისტრაცია იწარმოებს ა. წ. 7 – 20 ივლისს ჩათვლით.

მაძიებელი ვალდებულია, გადაიხადოს საქართველოს მთავრობის N586 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ, შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ნებისმიერი ბანკიდან ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტზე:

მაძიებელი ვალდებულია გამოცდაზე წარმოადგინოს გადახდის ქვითარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მაძიებელი გამოცდაზე არ დაიშვება. გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს მაძიებლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური - 80 ლარი;

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22.

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: - 707047024 (სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური).

შესაბამისი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადისგან გათავისუფლდებიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის, შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები,'' რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე.

 

მაძიებელმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, დიპლომი, ავტობიოგრაფია და 2 ფოტოსურათი (3x4)

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia