საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 მაისიდან, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შემოსული განცხადებების საფუძველზე, დაიწყებენ სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს.
სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე - dent@moh.gov.ge
შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, განახორციელონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება.
შეტყობინების ფორმის შევსების ინსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 01-193/ო 2020 წლის 8 მაისი ქ. თბილისი
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის რეკომენდაციების, ფუნქციონირების წესისა და შეტყობინების ფორმის დამტკიცების თაობაზე. (იხ. დანართები)