მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სიახლე! საექიმო სპეციალობების/სუბსპეციალობის მზადების პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების/სასწავლებლების საყურადღებოდ!

23 აპრილი, 2020

COVID 19 ინფექციასთან დაკავშირებით არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული N123/ო ბრძანების დანართი N15 თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეიზღუდა სტომატოლოგიური კლინიკების ფუნქციონირება, გარდა გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურებისა (სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში).

 

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სტომატოლოგიური პროფილის სპეციალობების სარეზიდენტო პროგრამებში აკრედიტებულ დაწესებულეებები ვერ განახორციელებენ სწავლების პროცესს და შესაბამისად, ამ პერიოდში დიპლომისშემდგომი მზადება ვერ იქნება გათვალისწინებული სარეზიდენტო პროგრამის ნაწილად.

ამასთან, სტომატოლოგირი პროფილის სპეციალობების სარეზიდენტო პროგრამები არ მოიცავს თეორიულ მოდულებს და სწავლება on-line რეჟიმში ვერ განხორციელდება.

 

არასტომატოლოგიური პროფილის სპეციალობებში სარეზიდენტო პროგრამებში მზადება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.

 

იმ შემთხვევაში თუ სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი  კლინიკური მოდულის სწავლება შეუძლებელია COVID 19 -ს მკურნალობის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებაში, პროვაიდერმა დაწესებულებამ/სასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს რეზიდენტების გადანაწილება იმ სასწავლო ბაზებზე, სადაც შესაძლებელი იქნება კლინიკურ მოდულში მზადების პროცესის შეუფერხებელი განხორციელება.

იგივე მოთხოვნები ვრცელდება სუბსპეციალობების და სპეციალიზაციის პროგრამების განხორციელების პროცესზე.

ამასთან, პროვაიდერმა დაწესებლებამ უნდა უზრუნველყოს რეზიდენტების  ტრანსპორტირება M 2 და  M 3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia