მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


ფარმაცევტული დაწესებულებების საყურადღებოდ!

18 აპრილი, 2020

 

აფთიაქის თანამშრომელთა გადაადგილებისთვის, თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პირადობის მოწმობა და ცნობა სამუშაო ადგილიდან (დამოწმებული დაწესებულების დირექტორის ბეჭდით (სველი წესით) და ხელმოწერით), ცნობაში სავალდებულო წესით, ზუსტად უნდა მიეთითოს თანამშრომლის

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი

ბ) აფთიაქის მისამართი

გ) საცხოვრებელი მისამართიდან გამოსვლის დრო, აფთიაქში მისი სამუშაო საათები და უკან დაბრუნების დრო,

დ) ავტოტრანსპორტის სერია და ნომერი, რომლითაც ის გადაადგილდება.

იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქის თანამშრომლის ტრანსპორტირებას ავტომობილით უზრუნველყოფს სხვა პირი (მეუღლე, შვილი ან სხვა), ასეთ შემთხვევაში ცნობაში იწერება, ასევე, მეორე პირის მონაცემებიც (პირადი ნომერი, გვარი, სახელი) და მიეთითება, რომ ეს პირი უზრუნველყოფს აფთიაქის თანამშრომლის გადაადგილებას საცხოვრებელი ადგილიდან აფთიაქის ადგილამდე. ამასთან, ფარმაცევტის აფთიაქამდე გადაყვანის შემდეგ, მძღოლი უნდა დაბრუნდეს თავის საცხოვრებელ მისამართზე (ცნობაში აისახება მძღოლის უკან დაბრუნების მისამართი და დრო), ხოლო ფარმაცევტის სამუშაო საათების დასრულებისას მძღოლი ისევ გადაადგილდება სახლიდან ფარმაცევტის სამუშაო ადგილამდე, და ბრუნდება საცხოვრებელ მისამართზე(ეს მონაცემებიც აისახება ცნობაში),ანუ, ცნობაში სრულად მიეთითება მძღოლის გადაადგილების მარშრუტი და დრო.

ფარმაცევტის მუშაობის საათების განმავლობაში, მძღოლს არა აქვს უფლება გადაადგილდეს აფთიაქისა და საცხოვრებელი მისამართის გარდა, სხვა ტერიტორიაზე. მძღოლსაც პირადობის მოწმობასთან ერთად უნდა გააჩნდეს ცნობის მეორე ეგზემპლარი, რომლის ერთი ანალოგიური ეგზემპლარი აქვს ფარმაცევტს.
ორივე ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების ბეჭდით (სველი წესით) და დირექტორის ხელმოწერით.

 

გაითვალისწინეთ, რომ ცნობაში მითითებული ინფორმაცია გადამოწმდება და უზუსტობაზე ან გაყალბებულ ინფორმაციაზე, პასუხს აგებს დაწესებულების ხელმძღვანელი  და ცნობაში აღნიშნული პირები.  

 

დამატებით გაცნობებთ, რომ სათანადო ვალიდური დოკუმენტაციის გარეშე გადაადგილება ისჯება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia