მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის განმახორციელებელი პირების საყურადღებოდ!!!

16 აპრილი, 2020

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 16 აპრილის N01-40/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა  ,,საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი და ეროვნული რეჟიმებით, ასევე საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანის შემთხვევაში ინსტრუქციის წარმოდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N325/ნ ბრძანებაში. აღნიშნული ბრძანების მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ,,ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის (რეჟიმების მიუხედავად) განმახორციელებელმა პირ(ებ)მა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, წარმოადგინონ ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციის ქართულენოვანი თარგმანი დიპლომირებული თარჯიმანის ხელმოწერით, ნოტარიალურად დამოწმების გარეშე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს თარჯიმნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი“.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia