მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის განმახორციელებელი პირების საყურადღებოდ!!!

18 მარტი, 2020

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, გადავიდა დისტანციური მართვის რეჟიმზე. კანონმდებლობით დადგენილი ვადების და საქმისწარმოების წესების დაცვის მიზნით, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის განმახორციელებელი პირები, ვალდებულნი არიან, კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, წარმოადგინონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კანცელარიაში (მის.: ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზ.N144) ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს.

იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზ(ებ)ის გამო შეჩერებულია ფარმაცევტული პროდუქტის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით რეგისტრაცია, უკვე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანის შეტყობინების განხილვის პროცედურა, სტომატოლოგიური მასალის ინვაზიური კონტრაცეპტული მექანიკური საშუალებისა და სადიაგნოსტიკო საშუალების, და რიგის ცვლილებების და ხელახალი რეგისტრაციის პროცედურა, დაინტერესებული პირი ვალდებულია, დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კანცელარიაში (მის.: ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზ.N144) ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს.

თუ დაინტერესებული პირისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა არ ემთხვევა ორშაბათს და ხუთშაბათს, იგი ვალდებულია, სამინისტროს ელ-ფოსტაზე - info@moh.gov.ge დააფიქსიროს მხოლოდ განცხადება, ხოლო ორიგინალი დოკუმენტაცია (განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით) წარმოადგინოს კანცელარიაში, ზემოაღნიშნულ დღეებში.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia