მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

11 მარტი, 2020

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2020 წლის 2 - 9 მარტს, ქ. თბილისში მდებარე ავტორიზებულ აფთიაქში, განახორციელა ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლი, რის შედეგადაც დაფიქსირდა ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების, სამკურნალო საშუალების ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების, სამკურნალო საშუალების აღრიცხვის/სერიული აღრიცხვის, განადგურების დადგენილი წესებისა და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის ფაქტები. ჩამორთმეულ იქნა ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევით არსებული 20 ერთეული, განადგურების დადგენილი წესის დარღვევით არსებული 1 ერთეული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე 3 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(3) მუხლით, 37(4) მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებით, 37(5) მუხლის პირველი პუნქტით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia