მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

11 მარტი, 2020

2020 წლის 9 მარტს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, ქ. თბილისში მდებარე აფთიაქში (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილი იქნა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესისა და ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის დარღვევის ფაქტები. 2 დასახელების 108 ერთეული ვადაგასული, განადგურების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა დაწესებულებას, რაზედაც შედგა შესაბამისი ამოღების/ჩამორთმევის ოქმი. აფთიაქში დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(4) მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტებით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia