მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

11 მარტი, 2020

ქ. ბათუმში მდებარე ავტორიზებულ აფთიაქში, 2020 წლის 4-5 მარტს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, განახორციელა ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აფთიაქიდან, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე (სპეციალური რეცეპტი ფორმა N2-ის ან/და დაწესებულების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნისა (განაცხადის) და ერთჯერადი მინდობილობის გარეშე), გაცემულია 525 301 ერთეული I ჯგუფს მიკუთვნებული (ფსიქოტროპული და ლეგალური ბრუნვის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული) ფარმაცევტული პროდუქტი. სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამრღვევი იურიდიული პირი და ავტორიზებული აფთიაქის ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი, დარეგისტრირდება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით, მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ურეცეპტოდ რეალიზაციასთან დაკავშირებული, სამართალდამრღვევი ფიზიკური/იურიდიული პირების და ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრებში. კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე, გამოვლენილი იქნა ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობებისა და მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დარღვევის ფაქტები. დაწესებულების მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(3) მუხლით, 37(4) მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia