მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

11 მარტი, 2020

2020 წლის 5 მარტს, ქ. ბათუმში მდებარე აფთიაქში (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) განხორციელებული, ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, დააფიქსირა ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 11(2) მუხლის მიხედვით, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის ფაქტი, ჩადენილი განმეორებით, რითაც, დარღვეულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდარღვევა გათვალისწინებული „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(4) მუხლის მე-4 პუნქტით. შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia