მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


ყურადღება! „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“ ფარგლებში მაძიებელთა დაფინანსების მიზნით, ცხადდება კონკურსი 5 სპეციალობაში!

12 მარტი, 2020

განაცხადების მიღება: 2020 წლის 11 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.
მის. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 144.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
ტელ.  272-53-74,  272-53-71.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრისN624 დადგენილების ,,დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 2, პუნქტი 1) თანახმად და პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 5 მარტის N2 სხდომის გადაწყვეტილებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცხადდება იმ მაძიებლების განაცხადების მიღება, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა და მისი დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძონ ოკუპირებული ტერიტორიების, მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში.

 

შერჩეულ კანდიდატებთან დადებული იქნება ხელშეკრულება, დიპლომისშემდგომი მზადების დასრულებისა და სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, განსაზღვრულ, ოკუპირებული ტერიტორიების, მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონების მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სპეციალობით, არანაკლებ 3 წლის ვადით, დასაქმების პირობით.

 

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“ ფარგლებში მაძიებელთა დაფინანსების მიზნით გამოცხადა კონკურსი შემდეგ სპეციალობებში:

  1. „ზოგადი ქირურგია“ – 2 ადგილზე;
  2. „პედიატრია“ – 2 ადგილზე;
  3. „შინაგანი მედიცინა“ - 1 ადგილზე;
  4. „გადაუდებელი მედიცინა“ - 2 ადგილზე;
  5. ,,ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“-1 ადგილზე.

 

კანდიდატმა, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) შესაბამისი განცხადება;

ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ ან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის/ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (ნუსხით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლის შემთხვევაში).

 

განაცხადების მიღება: 2020 წლის 11 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.
მის. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 144.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
ტელ.  272-53-74,  272-53-71.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia