მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

10 მარტი, 2020

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2020 წლის 5 მარტს, შპს „ლასარე“-ს საბაჟო საწყობში განთავსებული, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ფარმაცევტული პროდუქტის დათვალიერების შედეგად, დააფიქსირა ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილების ფაქტი, რეგისტრაციის, ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე. კერძოდ, იმპორტირებული 150 კოლოფი ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირება, არ შეესაბამება საქართველოს ბაზარზე დაშვებული (რეგისტრირებული) ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირებას. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სამართალდარღვევა გათვალისწინებული „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(8) მუხლით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia