მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

10 მარტი, 2020

2020 წლის 5 მარტს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ქ. თბილისში განხორციელებული, ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აფთიაქში გამოავლინა ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევა, კერძოდ, მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა N3 რეცეპტის გარეშე გაცემის, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევისა და ვადაგასული, განადგურების დადგენილი წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტის არსებობის ფაქტი. ჩამორთმეულ იქნა შენახვის პირობების დარღვევით არსებული 30 ერთეული და განადგურების დადგენილი წესის დარღვევით არსებული 21 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი. აფთიაქში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(4) მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 პუნქტებით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia