მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

10 მარტი, 2020

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2020 წლის 6 მარტს, ქ. თბილისში მდებარე აფთიაქში (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი), დააფიქსირა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11(2) მუხლის მიხედვით, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუსტის რეალიზაციის წესის დარღვევის ფაქტი. ზემოაღნიშნულით, დარღვეულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. აფთიაქში დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(4) მუხლის მე-3 პუნქტით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia