მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

10 მარტი, 2020

2020 წლის 6 მარტს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ქ. თბილისში მდებარე აფთიაქში (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი), განახორციელა ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც, დაფიქსირდა ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე (არარეგისტრირებული) ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის, აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტები. ჩამორთმეული იქნა 300 ერთეული, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე (არარეგისტრირებული) ფარმაცევტული პროდუქტი (რომლებზეც ვერ იქნა წარმოდგენილი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სასაქონლო ზედნადები „ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის სპეციალური ფორმა“), 13 ერთეული ვადაგასული და ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების (ტემპერატურული რეჟიმი) დარღვევით არსებული 29 ერთეული სამკურნალო საშუალება. აფთიაქს, ძირითად (მომხმარებელთათვის განკუთვნილ) კართან, გარე პერიმეტრზე არ გააჩნდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. აფთიაქში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(4) მუხლის მე-2, მე-3, მე-9 პუნქტებით, 37(5) მუხლის პირველი პუნქტით და 37(10) მუხლის პირველი პუნქტით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia