მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

9 მარტი, 2020

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, 2020 წლის 5-6 მარტს, ქ. თბილისში, გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტი, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე და ,,წამლისა და ფარაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11(2) მუხლის მიხედვით, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის და სერიული აღრიცხვის, ასევე, ვადაგასული სამკურნალო საშუალებების განადგურების წესის და ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევის ფაქტები. კერძოდ: სააგენტოსთვის მოწოდებული სავალდებულო შეტყობინების თანახმად, აფთიაქში (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) დაშვებულია მხოლოდ მეორე და მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფამაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაცია, მაშინ, როდესაც, აფთიაქში ინახებოდა 56 ერთეული აღრიცხვის და სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის მიმოქცევის (შენახვის) უფლება გააჩნია მხოლოდ ავტორიზებულ აფთიაქს. ასევე, დაფიქსირდა ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევით არსებული 3 ერთეული და ვადაგასული, განადგურების წესის დარღვევით არსებული 3 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც ჩამოერთვა დაწესებულებას. აფთიაქში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(2) მუხლის პირველი პუნქტით, 37(4) მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia