მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


ინფორმაცია ''პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ'' 2015 წლის 15 იანვრის N01-2/ნ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ!

20 თებერვალი, 2020

"პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ"  2015 წლის 15 იანვრის  N01-2/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნა  ცვლილებები  2020 წლის  28 იანვრის  N01-13/ნ ბრძანებით.

ბრძანების  მუხლი 1. პუნქტი "84"  ქვეპუნქტი"ა"-  ს შესაბამისად, პერინატალური სერვისის  დონის მაძიებელმა, სააგენტოში  წარმოსადგენ განაცხადთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა  დაურთოს  ინფორმაცია  ამ ბრძანებით  განსაზღვრული  მოთხოვნების  თაობაზე, სააგენტოს მიერ  დამტკიცებული  ფორმატით (ელექტრონული ფორმით).   

შესაბამისად, მომზადდა  “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების თაობაზე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში წარსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის  რეგულირების  სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 29 იანვრის N02-140/ო ბრძანება, თანდართული დანართებით.

(იხ. დანართი N1)    (იხ. დანართი N2)    (იხ. დანართი N3)

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia