მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

14 თებერვალი, 2020

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2020 წლის 5-13 თებერვალს, განახორციელა ავტორიზებული აფთიაქის შემოწმება, რის შედეგად დაფიქსირდა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის), აღრიცხვის, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დადგენილი წესების, ასევე, ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტები. დაწესებულებას ჩამოერთვა ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევით არსებული 15 ერთეული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი, რაზეც შედგა სათანადო ამოღება/ჩამორთმევის ოქმი. ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევისა და ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(3 )მუხლით, 37(4 ) მუხლის მე-2, მე-5 და მე-9 პუნქტებით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia