მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

14 თებერვალი, 2020

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის N36 დადგენილების საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, 2020 წლის 13 თებერვლის N02-235/ო ბრძანებით, დამტკიცდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის შესრულების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფორმები და მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის წესი:

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამაში მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმა (დანართი N1);

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის მომსახურების  მიმწოდებლად განაცხადის ფორმის შევსების, წარდგენის და მიმწოდებლად რეგისტრაციის წესი (დანართი N2);

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ზღვრული ფასები და ვაუჩერის ღირებულების ზედა ზღვარი (დანართი N3);

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ანგარიშსწორების ფორმები (დანართი N4 „ა“) და (დანართი N4 „ბ“);

გთხოვთ, ზემოაღნიშნული დადგენილების და ბრძანების შესაბამისად, განაცხადი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამაში, მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის, მატერიალური სახით, წარმოადგინოთ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში (მის: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. N 144), მიმდინარე წლის 14 თებერვლიდან,  29 თებერვლის ჩათვლით;
მიმწოდებლად რეგისტრაცია - 2020 წლის 2 მარტიდან, 5 მარტის ჩათვლით.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia