მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

13 თებერვალი, 2020

2020 წლის 12 თებერვალს ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დააფიქსირა ფარმაცევტული პროდუქტის შენახვის პირობების ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესისა და სანიტარულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების დარღვევის ფაქტები. განადგურებისა და შენახვის პირობების დარღვევით არსებული 18 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა აფთიაქს, რაზეც შედგა შესაბამისი ამოღების (ჩამორთმევის) ოქმი. აფთიაქში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სამართალდარღვევა გათვალისწინებულია წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 37 მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებით და 37 მუხლის პირველი პუნქტით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia