მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

13 თებერვალი, 2020

2020 წლის 12 თებერვალს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) შემოწმების შედეგად, დააფიქსირა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის ფაქტი. შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 37(4) მუხლის მე-3 პუნქტით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia