მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

13 თებერვალი, 2020

2020 წლის 10-12 თებერვალს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ქ. თბილისში განთავსებული ავტორიზებული აფთიაქის შემოწმებისას, დააფიქსირა, ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევის ფაქტები - მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის/სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა. დაწესებულებას ჩამოერთვა 8 დასახელების 258 ერთეული სამკურნალო საშუალება. მათგან, 6 დასახელების 182 ერთეულ აღურიცხავ ფსიქოტროპულ და ლეგალური ბრუნვის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებაზე, ვერ იქნა წარმოდგენილი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადები თანმხლები „სერიის აღრიცხვის სპეციალური ფორმით“). აფთიაქში დაფიქსირდა, ასევე, 36 ერთეული ვადაგასული, განადგურების დადგენილი წესის დარღვევით და 40 ერთეული სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით არსებული, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 374 მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტებით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia