მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება ფარმაცევტული საქმიანობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების და შეტყობინების ფორმას დაქვემდებარებული საქმიანობის რეალიზაციის დასრულების შესახებ!

13 თებერვალი, 2020

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2008 წლის 17 ნოემბრის N643/ო ბრძანების საფუძველზე გაცემული შპს ,,იბერი“-ს ფარმაცევტული წარმოების (მდებარე ქ. თბილისი, ჭიაურელის N2) ნებართვის და შესაბამისად სანებართვო მოწმობის სერია ფდ N000362 ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში 2016 წლის 27 ივლისს წარმოდგენილი შეტყობინების ფორმის საფუძველზე არსებული შპს ,,გეო სნტ“-ს საბითუმო რეალიზაციის  დასრულების შესახებ.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia