მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

12 თებერვალი, 2020

2020 წლის 10-11 თებერვალს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ქ. თბილისში, დააფიქსირა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტი, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის ნებართვის გარეშე, ასევე, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების რეალიზაციის (გაცემის), აღრიცხვის/სერიული აღრიცხვის და ვადაგასული სამკურნალო საშუალების განადგურების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა 1490 ერთეული აღრიცხვის და სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი, მათ შორის, 122 ერთეული ვადაგასული და 42 ერთეული იმპორტის ნებართვის გარეშე არსებული. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 372 მუხლის პირველი პუნქტით, 374 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტებით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia