მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

12 თებერვალი, 2020

2020 წლის 11 თებერვალს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, დაფიქსირდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 374 მუხლის მე-3 პუნქტით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia