მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

12 თებერვალი, 2020

2020 წლის 11 თებერვალს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ქ. თბილისში მდებარე აფთიაქში (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი), განახორციელა ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც, დაფიქსირდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის, ასევე, განადგურების წესისა და აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტები. ჩამორთმეული იქნა 18 დასახელების 311 ერთეული ვადაგასული, განადგურების დადგენილი წესების დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი. აფთიაქში დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 374 მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტებითა და 3710 მუხლის პირველი პუნქტით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia