მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტოლის ღონისძიებები

24 დეკემბერი, 2019

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს  მიერ,  2019 წლის 16-17 დეკემბერს, ქ. თბილისში მდებარე  ერთ-ერთ აფთიაქში  განხორციელდა ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც დაფიქსირდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის  (ავტორიზებული აფთიაქისა  და პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის ნებართვის გარეშე) განხორციელების ფაქტი, ასევე, პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის და სერიული აღრიცხვის დადგენილი წესების, ფარმაცევტული პროდუქტის შენახვის პირობებისა  და აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტები.

წამლის ინსპექტირების სამმართველოს  მიერ,  ჩამორთმეული იქნა  779 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული (ფსიქოტროპული და ლეგალური ბრუნვის თვალსაზრისით, მასთან გათანაბრებული) ფარმაცევტული პროდუქტი, რომელზეც დაწესებულების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  ჩამორთმეულ პროდუქტს შორის, 24 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტების  მიმოქცევას აფთიაქი ახორციელებდა  იმპორტის ნებართვის გარეშე.

დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწესებულების მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც  დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მუდმივ რეჟიმში, განაგრძობს ფარმაცევტული ბაზრის კონტროლისა და ზედამხედველობის ღონისძიებებს.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia