მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ყურადღება! ძალაში შევიდა რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N586 დადგენილება!

20 დეკემბერი, 2019

გაცნობებთ, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N 586 დადგენილების შესაბამისად, განისაზღვრა სააგენოს მომსახურების სახეები და გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა (იხ. დანართი)

დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ, შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ნებისმიერი ბანკიდან, ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების ბანკის კოდი -TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი:- 707047024

თანხის  გადახდისას,  დანიშნულებაში,  გადამხდელის  მიერ მითითებული უნდა იქნას მოთხოვნილი  მომსახურების  სახე.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia