მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2019 წლის საშემოდგომო სესიის თაობაზე!!!

1 ნოემბერი, 2019

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2019 წლის საშემოდგომო სესიისათვის მაძიებელთა განაცხადების მიღება იწარმოებს ა. წ. 19 – 30 ნოემბერს, 1000-1800 სთ-ზე. (დასვენების დღეების გარდა). შესვენება 1300 სთ-დან 1400სთ-მდე.

მის: თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. 29, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი, I სართული.

                                          წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

                  1. სარეზიდენტო პროგრამადამთავრებული მაძიებელი (უწყვეტი პროგრამით)

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

5. სარეზიდენტო პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი) ან ცნობა რეზიდენტურის დამთავრების შესახებ (დედანი).

• იმ შემთხვევაში, თუ სარეზიდენტო პროგრამის პროვაიდერების მიერ სააგენტოში არ იქნება გადმოგზავნილი კურსდამთავრებულთა სია, რეზიდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა და ბრძანება სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვისა და დამთავრების თაობაზე.

შენიშვნა:

იმ სპეციალობაში, რომელსაც შეეცვალა დასახელება ან გაერთიანდა სხვა სპაციალობასთან - რეზიდენტურის დამთავრების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარმოადგინონ მოქმედი სარეზიდენტო პროგრამის ავტორის ან დარგობრივი ასოციაციის რეკომენდაცია, სარეზიდენტო პროგრამასთან შესაბამისობის თაობაზე.

                    2. მაძიებელი, რომელმაც რეზიდენტურის პროგრამა დაასრულა                                                                                         წყვეტილი პროგრამით

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი მოდულების (სრულად) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედანი და ასლი, ან ცნობა).

• იმ შემთხვევაში, თუ სარეზიდენტო პროგრამის პროვაიდერების მიერ სააგენტოში არ იქნება გადმოგზავნილი კურსდამთავრებულთა სია, რეზიდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა.

5. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი).

შენიშვნა:

იმ სპეციალობაში, რომელსაც შეეცვალა დასახელება ან გაერთიანდა სხვა სპაციალობასთან - რეზიდენტურის დამთავრების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარმოადგინონ მოქმედი სარეზიდენტო პროგრამის ავტორის ან დარგობრივი ასოციაციის რეკომენდაცია, სარეზიდენტო პროგრამასთან შესაბამისობის თაობაზე.

                              3. მომიჯნავე სპეციალობის მაძიებელი

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. სახელმწიფო სერტიფიკატი (დედანი და ასლი);

5. რეზიდენტურის შემოკლებული კურსის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დადასტურებული ასლი) ან შესაბამისი ცნობა;

6. პროგრამის ავტორის მიერ განსაზღვრული გადამზადების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკი და პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილების დამადასტურებელი დოკუმენტი (წერილი);

7. შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის დედანი და ასლი, დადასტურებული ნოტარიალურად, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია/ ცნობა, დანიშვნის ბრძანების მითითებით).

შენიშვნა:

სპეციალობებში: „საოჯახო მედიცინა“, „გადაუდებელი მედიცინა“ და „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ - გადამზადება მიმდინარეობს უნიფიცირებული პროგრამით. სავალდებულოა ძირითად სპეციალობაში მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ცნობა (მისი დანიშვნის ბრძანების მითითებით);

მუშაობის მინიმალური სტაჟი:

ზოგადი პროფილის ექიმი-მკურნალი, სამხედრო ექიმი და ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი – 3 წელი;

ზოგადი პროფილის ექიმი-სტომატოლოგი 1 წელი;

ზოგადი პროფილის ექიმი-ლაბორანტი – 2 წელი;

ზოგადი პროფილის ექიმი-ფსიქოთერაპევტი – 2 წელი;

სხვა სპეციალობებში - არანაკლებ 5 წლის სამუშაო სტაჟი;

სპეციალობებში: „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ და „გადაუდებელი მედიცინა“ არანაკლებ 3 წლის ხანგრძლივობის სტაჟი.

                                     4. ექიმი–სპეციალისტები

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. დიპლომისშემდგომი განათლების (ინტერნატურა, ორდინატურა, ასპირანტურა ან სპეციალიზაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

5. შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია ან და ცნობა სამუშაო ადგოლიდან ბრძანების ნომრის მითითებით);

6. პროფესიული რეაბილიტაციის ციკლის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) ან შესაბამისი ცნობა.

შენიშვნა:

1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვებული იქნებიან მაძიებლები, რომლებსაც შესაბამისი სპეციალობით 3-5 წლამდე სტაჟის წყვეტის შემთხვევაში, მოეთხოვებათ 1-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, 5-დან 10 წლამდე სტაჟის წყვეტისას გავლილი აქვთ 2-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის ციკლი, 10 წელზე მეტი წყვეტისას – 5 თვის ხანგრძლივობის რეაბილიტაციის ციკლი.

2. იმ სპეციალობებში, რომლებიც გაერთიანდა ან შეეცვალა დასახელება, დამატებით უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის ავტორის რეკომენდაცია.

                          5. უცხო ქვეყანაში დიპლომისშემდგომი მზადების (მათ შორის                                                                            კლინიკური ორდინატურა) მქონე მაძიებელი

1. პასპორტი (დედანი და ასლის სრული ვარიანტი, ნოტარიულად დამოწმებული ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია);

2. 2 ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

4. დიპლომისშემდგომი განათლების (კლ. ორდინატურა/ასპირანტურა) დამადასტურებელი დოკუმენტი, აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული; ასევე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის თარგმანი (ნოტარიალურად დამოწმებული, რომელიც ადასტურებს დედნის ასლთან შესაბამისობას);

5. სათანადო სასწავლო გეგმა/დეტალური სამუშაო ანგარიში დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ და მისი თარგმანი (ნოტარიულად დამოწმებული, რომელიც ადასტურებს ასლის დედნთან შესაბამისობას) ან შესაბამისი ცნობა;

6. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

7. დამატებითი მზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული, რომელიც ადასტურებს ასლის დედანთან შესაბამისობას) ან შესაბამისი ცნობა;

8. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული დასტური, დიპლომისშემდგომი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების შესახებ.

                              6. სპეციალობა „გადაუდებელი მედიცინა“

სპეციალობებში „ანესთეზიოლოგია“, „ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგია“ და „კრიტიკული მედიცინა“ ექიმ–სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ 6 თვიდან 1 წლამდე EMERGENCY–ში სამუშაო აქტივობა (2014 წლის 7 თებერვლამდე), შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში, მიეცათ უფლება დაშვებულ იქნან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე, სპეციალობაში „გადაუდებელი მედიცინა“ და „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“.

საგამოცდო კომისიაზე წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი);

2. ფოტოსურათი (3 × 4);

3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი – დედანი და ასლი);

4. სახელმწიფო სერტიფიკატი (დედანი და ასლი);

5. შესაბამისი შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჩანაწერით: ასლი დედანთან სწორია/ცნობა);

6. შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაცია (დედანი).

© 2012 - 2019 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia