მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ყურადღება! ინფორმაცია დიპლომისშემდგომი სახელმწიფო პროგრამების თაობაზე!

29 მაისი, 2019

პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 15 მაისის N6 სხდომის გადაწყვეტილებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცხადდება იმ მაძიებლების განაცხადების მიღება, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერითიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა საექიმო სპეციალობებში: ,,ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ (კვოტა 1), ,,გადაუდებელი მედიცინა“ (კვოტა 1) და მისი დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძონ ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში.

შერჩეულ კანდიდატებთან დადებული იქნება ხელშეკრულება, დიპლომისშემდგომი მზადების დასრულებისა და სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, განსაზღვრულ, მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონების მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სპეციალობით, არანაკლებ 3 წლის ვადით, დასაქმების პირობით.

  

                                მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც განხორციელდება 

                                „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის  ფარგლებში

                                                              მაძიებლების დაფინანსება:

 

                                                     ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი

 

რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა)შესაბამისი განცხადება;

ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) სამოტივაციო წერილი;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს რეკომენდაცია.

შენიშვნა:

1) თითოეული საექიმო სპეციალობის მიხედვით, კვოტით განსაზღვრულზე მეტი განაცხადის შემთხვევაში, ჩატარდება საკონკურსო შერჩევა;

2) უპირატესობა მიენიჭებათ იმ მაძიებლებს, რომელებსაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული აქვთ მაღალი შეფასება.

აღნიშნული პირობების თანხვედრის შემთხვევაში, თითოეულ კანდიდატთან ჩატარდება გასაუბრება. გასაუბრებისას შეფასდება კანდიდატის პროექტში ჩართულობის მოტივაცია და მუნიციპალიტეტში დასაქმების მზაობა.

განაცხადების მიღება: ა.წ. 29 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით მის. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 144. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

ტელ. 272-53-74, 272-53-84.

© 2012 - 2019 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia