მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!

11 თებერვალი, 2019

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის N7 დადგენილების  საფუძვეელზე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 11 თებერვლის N02-34/ო ბრძანებით დამტკიცდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის შესრულების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფორმები და მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის წესი:

- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმა (დანართი N1);

- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მიმწოდებლად განაცხადის ფორმის შევსების, წარდგენის და მიმწოდებლად რეგისტრაციის წესი (დანართი N2);

- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ღირებულების ზღვრული ფასები და ვაუჩერის ღირებულების ზედა ზღვარი(დანართი N3);

- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ანგარიშსწორების ფორმები (დანართი N4ა, დანართი N4ბ);

გთხოვთ, ზემოაღნიშნული დადგენილების და ბრძანების შესაბამისად, განაცხადი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის, მატერიალური სახით წარმოადგინოთ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში (მის.: ქ.თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.N144) მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან 26 თებერვლამდე.

მიმწოდებლად რეგისტრაცია: 2019 წლის 26 თებერვლიდან 2019 წლის 28 თებერვლამდე.

© 2012 - 2019 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia