მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო აცხადებს კონკურსს, სტაჟიორის მიღებაზე, დასაქმების პერსპექტივით.

29 იანვარი, 2019

შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტში, ლიცენზიებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტში და პროფესიული რეგულირების დეპარტამენტში, საკვალიფიკაციო მონაცემების შესაბამისად.

შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც ამჟამად არიან დასაქმებული, სტაჟირების პერიოდში ექნებათ საშუალება ისარგებლონ შეღავათიანი გრაფიკით.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 12 თებერვალი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: დიპლომირებული მედიკოსი

პროფესია: ექიმი

 

სააგენტოს საქმიანობის მიმართულებების შესაბამისად:

ა) კონტროლის დეპარტამენტში - უმაღლესი სამედიცინო განათლება (დარგი/სპეციალობა: სამკურნალო/პედიატრიული/სან.ჰიგიენური/პროფილაქტიკური მედიცინა ან მედიცინის ფაკულტეტი), სერტიფიკატი დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაში და კლინიკური გამოცდილება;

ბ) ლიცენზიებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტში - უმაღლესი სამედიცინო განათლება;

გ) პროფესიული რეგულირების დეპარტამენტში - უმაღლესი სამედიცინო განათლება.

 

სავალდებულო წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი (ატვირთული ელექტრონულ ფორმატში);

ბ) კლინიკური პრაქტიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამსახურიდან);

გ) სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე საექიმო საქმიანობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) სამოტივაციო წერილი.

ე) CV

 

დოკუმენტების წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე: regagency@moh.gov.ge (თემაში მიუთითეთ „სტაჟიორი - სახელი, გვარი“)

© 2012 - 2019 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia