მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

3 იანვარი, 2019

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის N02-1951/ო (13.11.2018წ.) ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლების გადაცემის წესის (დანართი1) მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისათვის ცხადდება განმეორებითი შერჩევის პროცესი. დაწესებულების შერჩევისათვის საჭირო კრიტერიუმები, შერჩევის პირობები და წესი იხილეთ დანართის სახით („სამედიცინო დაწესებულებებისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლების გადაცემის წესი და პირობები“). შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით, განცხადებები (დანართში ასახული მოთხოვნების შესაბამისად) მიიღება 2019 წლის 10 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში (მის: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N 144)

- დაწესებულებების შერჩევა დაიწყება - 2019 წლის 18 იანვრიდან;

- შერჩევა დასრულდება - 2019 წლის 21 იანვარს;

- შერჩეული დაწესებულებების გამოვლენის ვადები - 2019 წლის 22 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით.

© 2012 - 2019 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia