მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის -„ჰეპარინ ნატრიუმი პანფარმა 25 000 ს.ე./5 მლ (5 000 ს.ე./მლ) 5მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი ფლაკონი №10“ სერიით: 50207 - ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ!

31 დეკემბერი, 2018

სააგენტოში შემოსული „მყისიერი შეტყობინების“ მონაცემებით (Rapid Alert Notification), შესაძლო კონტამინაციის ფაქტთან დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა რამდენიმე სერიის, სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტი.

აღნიშნული პროდუქტებიდან, 2015 წელს, საქართველოში იმპორტირებული იყო მხოლოდ 1 სერიის შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტი:

ჰეპარინ ნატრიუმი პანფარმა 25 000 ს.ე./5 მლ (5 000 ს.ე./მლ) 5მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი ფლაკონი №10“

სერია:  50207

ვარგისობის ვადა: 01.2020წ.

მწარმოებელი „Rotexmedica GmbH Arzneimittelwerk“ გერმანია

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი „PANPHARMA S.A.“ საფრანგეთი.

 

ზემოაღნიშნული, 50207 სერიის მქონე, ფარმაცევტული პროდუქტი ექვემდებარება საქართველოს ბაზრიდან გამოთხოვას.

© 2012 - 2019 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia