• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ავტორიზებული აფთიაქის და ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელთა საყურადღებოდ!!!

5 დეკემბერი, 2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №01-21/ნ ბრძანებით, „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის და ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების (პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის) ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის N140/ნ ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილებები.

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესით, ფორმებით და ვადებში, მიაწოდოთ ინფორმაცია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.

შენიშვნა: დადგენილი ფორმის შესაბამისად, იურიდიული პირების მიერ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას, მიუხედავად იმისა საანგარიშო პერიოდში განხორციელდა თუ არა მათ მიერ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვა.

ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის N140/ნ ბრძანების კოდიფიცერებული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia