• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესიის შესახებ!!!

4 დეკემბერი, 2018

2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესია ჩატარდება, მის: თბილისი, კოსტავას ქ. N68ბ , კორპ. N1 ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი’’ საგამოცდო ცენტრი. გამოცდაზე თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ფურცელი.

საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღის SMS-ით შეტყობინების მიღების შემდეგ თქვენი რეგისტრაციის პანელზე, განაცხადზე დაწკაპების შემდეგ გამოჩნდება „საგამოცდო ფურცელი“, რომელიც სავალდებულოა, რომ ამობეჭდოთ, სურათის გრაფაში ჩააკრათ თქვენი ფოტოსურათი (3X4) და წარმოადგინოთ გამოცდაზე.

ყურადღება! გამოცდაზე კატეგორიულად იკრძალება მობილური ტელეფონის, სახელმძღვანელოს და სხვა ანალოგიური მასალის შეტანა და გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia