მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „იწვევს თუ არა „პარაცეტამოლი“ ადამიანის სიკვდილს?“

27 ნოემბერი, 2018

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია პარაცეტამოლის სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი ეფექტების შესახებ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ეხება პარაცეტამოლის შემცველ ტაბლეტებს სავაჭრო დასახელებით „P - 500“ და რისკ-ფაქტორად განიხილება ამ პროდუქტის მაჩუპოს ვირუსით დაბინძურება. საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ: - პარაცეტამოლის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტი სავაჭრო დასახელებით „P - 500“ საქართველოს ბაზარზე არ არის დაშვებული (არ არის რეგისტრირებული); - ვინაიდან სიცოცხლისათვის საშიშ რისკად განიხილება კონკრეტული წარმოების ფარმაცევტული პროდუქტი (პარაცეტამოლის შემცველი ტაბლეტი სავაჭრო დასახელებით „P - 500“) მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფუძვლით, საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში დაშვებული, პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების მოხმარება შესაძლებელია შეუზღუდავად, ექიმის დანიშნულებითა და მათი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად; - ნებისმიერი სავაჭრო დასახელების პარაცეტამოლის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის მსგავსი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია ისეთ ავტორიტეტულ მარეგულირებელ ორგანოებს, როგორიცაა ევროპის წამლის სააგენტო (EMA) და აშშ-ს წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტო (FDEA) და არც სხვა მარეგულირებელი ორგანოებიდან მიგვიღია რაიმე შეტყობინება ამ საკითხზე; - ამავდროულად, არც სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისაგან და არც მოქალაქეებისაგან სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში არ შემოსულა რაიმე ტიპის შეტყობინება პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან დაკავშირებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ.

© 2012 - 2019 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia