მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია ლიცენზიების, ნებართვების გაცემისა და გაუქმების, შეტყობინებას დაქვემდებარებული საქმიანობის, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის და ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის შესახებ

19 ნოემბერი, 2018

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი

2018 წლის 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით

 

გაიცა 2 ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა;

განხორციელდა 1 ავტორიზებული აფთიაქის სახელწოდების ცვლილება;

ერთმა ფარმაცევტულმა წარმოებამ შეიცვალა საქმიანობა;

უარი ეთქვა 1 მაძიებელს ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემაზე;

გაიცა 20 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა;

განხორციელდა 2 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალების იმპორტის ნებართვის გაუქმება-გაცემა;

გაიცა 6 კლინიკური კვლევის ნებართვა;

განხორციელდა 2 კლინიკური კვლევის ნებართვის ვადის გაგრძელება;

განხორციელდა 3 კლინიკური კვლევის ნებართვის დანართის ცვლილება;

შეტყობინების საფუძველზე რეალიზაცია დაიწყო 14 ფარმაცევტულმა დაწესებულებამ;

შეტყობინების საფუძველზე დაწყებული რეალიზაცია შეწყვიტა 7 ფარმაცევტულმა დაწესებულებამ;

მომზადდა და გაიცა 25 წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, მათ შორის

ნარკოტიკული საშუალებების იმპორტზე-2;

ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტზე-15;

ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპორტზე-1;

პრეკურსორების იმპორტზე-7;

3 ფარმაცევტულ დაწესებულებაზე გაიცა სააგენტოს უფროსის მიერ დამოწმობული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი;

© 2012 - 2019 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia